ლაპლასი პიერ სიმონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Laplasi pier simon.PNG

ლაპლასი პიერ სიმონ (1749 – 1827). დაიბადა ჰოლანდიაში. მრავალმხრივი იყო მისი სამეცნიერო ინტერესების მიმართულება. იკვლევდა მათემატიკას, ცის მექანიკასა და მათემატიკურ ფიზიკას. შეისწავლიდა კერძო წარმოებულიან დიფერენციალურ განტოლებებს იგი არის ალბათობათა მათემატიკურ თეორიის ერთ-ერთი შემქმნელი. ამ დარგში მან სისტემაში მოიყვანა და სრულყო მანამდის არსებული ყველა მეთოდი და თეორია.

ნიუტონის მსოფლიო მიზიდულობის კანონზე დაფუძნებით ლაპლასმა დაასრულა ცის მექანიკის შექმნა, მან დაამტკიცა, რომ ამ კანონით სრულად აიხსნება მზის სისტემის პლანეტების მოძრაობის ყველა დეტალი. 1780 წელს მან წამოაყენა ციურ სხეულთა ორბიტების გამოთვლის ახალი ხერხი. ლაპლასმა გარკვეული მოსაზრებები გამოთქვა სატურნის რგოლის შესახებ განიხილა იუპიტერის თანამგზხავრთა მოძრაობის თეორია (1789).

ლაპლასის ერთ-ერთი მთავარი დამსახურებაა მთვარის მოძრაობაში აჩქარების მიზეზების დადგენა. 1787 წ-ს მან აჩვენა, რომ მთვარის მოძრაობის საშუალო სიჩქარე დამოკიდებულია დედამიწის ორბიტის ექსცენტრისიტეტზე, რომელიც იცვლება პლანეტების მიზიდულობის ზემოქმედებით დაამტკიცა მზის სისტემის მდგრადობა ძალიან ხანგრძლივი დროის განმავლობაში. შეიმუშავა მოქცევებისა და უკუქცევების თეორია; დაადგინა მდგრადობის თეორიის მთელი რიგი დებულებები.

ლაპლასმა თავისი კვლევის ყველა წინა შრომების შემაჯამებელი შედეგები ალბათობათა თეორიისა და ასტრონომიის საკითხებში გადმოსცა წიგნებში „ალბათობის ანალიზური თეორია“ (1812) და „ცის მექანიკა“ (1799-1825).

პოპულარულ ნაწარმოებს „სამყროს სისტემის გადმოცემა“ (1796) უდიდესი ფილოსოფიური მნიშვნელობა ჰქონდა, სადაც ლაპლასმა განავითარა და დაასაბუთა მის მიერ გამოთქმული ჰიპოთეზა ნისლეულობიდან მზის სისტემის წარმოშობის შესახებ. ამაზე ადრე კანტიც წერდა (1755).

„ცის მექანიკა“ წარმოადგენს ნიუტონის, კლეროს, დალამბერის, ეილერის, ლაგრანჟისა და ლაპლასის შრომების ერთგვარ დასრულებას: ტერმინი „ლაპლასის განტოლება” მიგვანიშნებს, რომ ცის მექანიკის ნაწილია პოტენციალთა თეორია.

ფრანგმა ასტრონომმა და ფიზიკოსმა დომინიკ არაგომ თავის „,ლაპლასის შესახებ საქებარ სიტყვაში“ (1842) გამოთქვა შემდეგი აზრი: „ხუთმა გეომეტრმა, კლერომ, ეილერმა, დალამბერმა, ლაგრანჟმა და ლაპლასმა, ერთმანეთში გაიყვეს ის სამყარო, რომლის არსებობა ნიუტონმა აღმოაჩინა. მათ ის გამოიკვლიეს ყველა მიმართულებით, შეიჭრნენ ისეთ დარგებში, რომლებიც მიუღწევლად ითვლებოდნენ, ამ დარგებში მრავალი ისეთი მოვლენა მიუთითეს რომლებიც ჯერ არ იყენენ აღმოჩენილნი, და ბოლოს, – ამაშია მათი მარადიული დიდება, – მათ ერთი პრინციპის, ერთადერთი კანონის დახმარებით მოიცვეს ცის სხეულების ყველაზე ფაქიზი და იდუმალებით მოცული მოვლენები”.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები