ლარცულიანი სეით

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სეით ლარცულიანი – (1904–1975), ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატი (1946), დაიბადა სოფელ ლარჩვალში (ცაგერის რაიონი). 1929-1932 წლებში სწავლობდა ამიერკავკასიის კომუნისტურ უნივერსიტეტში, ხოლო 1933-1935 წლებში იყო საქართველოს მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის ასპირანტი ფილოსოფიის სპეციალობით. მიენიჭა პროფესორის წოდება. ლექციებს კითხულობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოსოფიის ფაკულტეტზე, სხვადასხვა დროს იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიალექტიკური და ისტორიული მატერიალიზმის კათედრის გამგე.

ს. ლარცულიანი იკვლევდა ისტორიული მატერიალიზმის, მეცნიერული კომუნიზმისა და კომუნისტური პარტიის ისტორიის საკითხებს, ამ დარგში გამოქვეყნებული ჰქონდა ნაშრომები ორი მონოგრაფიისა და რამდენიმე ათეული სტატიის სახით.


თხზულებები

სოციალისტური წარმოების წესის განვითარების კანონზომიერების შესახებ“ (თბილისი, 1961).

წყარო

ქართველი ფილოსოფოსები: (IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები