ლეჭუნდირი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლეჭუნდირი

ლეჭუნდირი (სვან) - ხის ტიხარი „მაჩვიბ“-ში. იგი ყოფს საქონლის სადგომს საცხოვრებელი ბინისგან. სვანური მაჩვიბი „ლეჭუნდირი“-ს წყალობით გაყოფილია ისეთ სადგომად, სადაც ერთსა და იმავე დროს ერთმანეთისგან მკვეთრად გამიჯნული არიან საქონელი და ადამიანები და ამავე დროს, მჭიდროდ და ორგანულად არიან დაკავშირებულნი.

სვანური „გვალი“ (გომური) ლეჭუნდირითურთ პრაქტიკული ორიენტაციის შენობაა, რომელსაც ტიხარი და ბაგა ისე აქვს მოწყობილი, რომ საკვებს საქონელი ფეხით ვერ გათელავს და ამდენად, ოჯახს საკვების მარაგი ეკონომიურად ეხარჯება. ამ თვალსაზრისით გვალ-ი დაწინაურებული მეურნეობის მანიშნებლად მოჩანს.

ლეჭუნდირი გვალით სვანური მაჩვიბის განუყრელი ნაწილია, რომელიც მაჩვიბის კედლებს ზურგად და კედლებად იყენებს. ამავე დროს, მისი კამარებიანი ნაწილი ერთი მთლიანი, მჭიდროდ შეკრული ტიხარია,რომელსაც კარი არ გააჩნია, ამიტომ საქონელს ადამიანის სამყოფში მოხვედრა არ შეუძლია, ადამიანს კი შესაძლებლობა აქვს გვალ-ში შესვლის გარეშე მისი ბინიდან პირუტყვს მუდმივად თვალყური ადევნოს, საბლით კამარასთან დააბას, ბაგაში საკვები ჩაუყაროს და სხვა. რაც შეეხება საქონელს, იგი ადამიანის ბინის ატმოსფეროთი სუნთქავს, სითბოსა და სინათლეს ღებულობს, ადამიანის ბინაში იკვებება, გუალ-ს ორნამენტული კამარებიანი ხის კედლით მაჩუბისაგან დამოუკიდებელი საკუთარი სახურავი და კარი გააჩნია.

ლიტერატურა

მ. ჩართოლანი, ქართველი ხალხის მატერიალური კულტურის ისტორიიდან. 1959. ნ.გ.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები