ბაღვაში ლიპარიტ (V)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ლიპარიტ (V) ბაღვაში-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლიპარიტ (V) ბაღვაში - ივანეს ძე, კლდეკარის ერისთავი 1078-1089 წწ.; ივანე ბაღვაშის შემდეგ კლდეკარის ერისთავობა გიორგი მეფეს უბოძებია ივანეს შვილის, ლიპარიტისათვის. მის შესახებ ამბობს დავითის ისტორიკოსი, რომ დავითის გამეფების ჟამს „ჰქონდეს თრიალეთი და კლდეკარნი და მიმდგომი ქუეყანაჲ ლიპარიტს, და მეფისა დავითის წინაშე იყვის რეცა ერთგულად“. შემდგომ აღნიშნავს, რომ „მოკუდა სულტანი მალიქშა და ამა ლიპარიტ ამირამან იწყო მათვე მამულ-პაპეულთა უგზოთა კუალთა სლვაჲ“. მემატიანე კონკრეტულს არაფერს ამბობს ლიპარიტის შეცოდებათა შესახებ, მაგრამ ორგულობის გამო მას მეფის მრისხანება არაერთგზის დაუმსახურებია. რამდენიმე ხანს ლიპრიტი „განსაწუერთნელად“ დავითს დაუპატიმრებია, შემდგომ შეუნდვია და ყველა ძველი „დიდება“ ხელახლა უბოძებია. როდესაც ლიპარიტის საქციელით მეფე დარწმუნებულა რომ „კუდი ძაღლისაჲ არა გასწორდების“, 1094 წ. დაუპატიმრებია. საპატიმროში ლიპარიტს ორი წელი გაუტარებია, შემდეგ მეფეს იგი საბერძნეთში გაუგზავნია, სადაც გარდაცვლილა. ვინ გახდა ლიპარიტ (V)-ის დაპატიმრების (1094) შემდეგ კლდეკარის ერისთავი, წყაროდან არ ჩანს. მკვლევართა ნაწილი ფიქრობს, რომ კლდეკარის ერისთავობა ეპყრა მის ძეს რატის, რომელსაც დავითის ისტორიკოსი ორგულს და „იქედნეს ნაშობს“ უწოდებს. რამდენიმე წელიწადში რატიც გარდაცვლილა.




წყაროები და ლიტერატურა

  • დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი 1955: 324-326;
  • Копалиани 1949: 13;
  • მეტრეველი 1973: 80;
  • ბახტაძე 2003: 181.

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები