ლისიცკი ელ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ელ ლისიცკი. პროუნ სივრცე, შეიქმნა 1923 წელს, ბერლინის ხელოვნების დიდი გამოფენისთვის. 1971 წლის რეკონსტრუქცია. ვან აბეს მუზეუმის კოლექცია. ეინდჰოვენი, ნიდერლანდები

ელ ლისიცკი - (El Lissitzky, 1890-1941) ადრეული ხანის საბჭოთა რუსეთში მოღვაწე ხელოვანი. რევოლუციის შემდეგ, იგი, ისევე როგორც კაზიმირ მალევიჩი, ვიტებსკის სახვითი ხელოვნების სკოლაში მუშაობდა არქიტექტურისა და გრაფიკული ხელოვნების პედაგოგად. 1919 წლისთვის ლისიცკი ასწავლიდა და თავადაც აქტიურად იყენებდა კონსტრუქტივისტულ სამეტყველო ენას პროპაგანდისტული პლაკატებისა და ხელოვნების ნიმუშებისთვის, რომელთაც იგი პროუნებს უწოდებდა. ესაა აკრონიმი რუსული სახელწოდებისა - проект утверждения нового (ახლის დამკვიდრების პროექტი). მიუხედავად იმისა, რომ პროუნების უმრავლესობა ნახატია ან ნაბეჭდი, ზოგიერთი მათგანი ინსტალაციის ხელოვნების ადრეულ მაგალითადაც შეიძლება იყოს მიჩნეული.

ეს ნამუშევრები სპეციფიკური ადგილებისთვისაა განკუთვნილი და მოწყობილია ერთიანი გარემოს შესაქმნელად. ლისიცკიმ უარყო, მისი აზრით, ზედმეტად პირადული და არაზუსტი ფერწერა და მას, როგორც მექანიკური ნახატის ნაკლებპირადული ინსტრუმენტი, კოლექტიური მოხმარებისთვის განკუთვნილი პროუნების „კონსტრუირება“ არჩია. 1920-იანი წლების დასასრულის ბევრი საბჭოთა ხელოვანის მსგავსად, ლისიცკი ისეთ, სოციალურად დატვირთულ პროექტებს მიუბრუნდა, როგორიცაა: არქიტექტურული დიზაინი, წიგნების გაფორმება, ფოტოგრაფია და ფოტომონტაჟი.

წყარო

ხელოვნების ისტორია XVIII საუკუნიდან დღემდე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები