ლოკატორი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლოკატორი (ლათ. lokus – განვალაგე, ვათავსებ) – ობიექტებისაგან არეკლილი ელექტრომაგნიტური ან ბგერითი ტალღების (აქტიური ლოკატორი), ან მათი საკუთარი გამოსხივების მიხედვით (პასიური ლოკატორი) ამ ობიექტების ადგილმდებარეობისა და მოძრაობის პარამეტრების განსაზღვრის საშუალება. გამოყენებული ტალღების ფიზიკური ბუნების მიხედვით განასხვავებენ რადიოლოკატორებს, ოპტიკურ და ჰიდროლოკატორებს (ჰიდროლოკაციურ სადგურებს). მიზნობრივი დანიშნულებით იყოფა მიზნების აღმოჩენისა და თანხლების, იარაღის გამიზვნის, სადაზვერვო, სანავიგაციო, მეტეოროლოგიურ და სხვა ლოკატორებად. პირველი ლოკატორები (ჰიდროლოკატორები) გაჩნდა I მსოფლიო ომის პერიოდში. რადიოლოკატორები – II მსოფლიო ომის წინ, ხოლო ოპტიკური დიაპაზონის ლოკატორები - XX საუკუნის 60-იანი წლებიდან.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები