ლომაია ალექსანდრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალექსანდრე (კახა) ლომაია

ალექსანდრე (კახა) ლომაია − (Alexander (Kahka) Lomaia), პოლიტიკოსი, მეცნიერი, დიპლომატი, 2009-2012 წლებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან.

დაიბადა 27 ივლისი, 1963 წელი, ქ. თბილისი, საქართველო.

განათლება:
1985 − წარჩინებით დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ინჟინერ-ჰიდრომშენებლის სპეციალობით;
1992 − დაამთავრა მოსკოვის სამშენებლო აკადემიის ასპირანტურა.

სამუშაო გამოცდილება:
1985-1987 − სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტი „თბილჰიდროპროექტი“, ინჟინერი;
1991 − მოსკოვში საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე, მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელი;
1993-1995 − საქართველოს ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის გენერალური მდივანი;
1995 − გაზეთ „არგუმენტის“ საერთაშორისო განყოფილების რედაქტორი;
1995-2000 − ფონდი „ევრაზიის“ (აშშ) სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის პროგრამის კოორდინატორი;
2000-2002 − ფონდი „ევრაზიის“ (აშშ) საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი;
2002-2003 − საერთაშორისო ორგანიზაციის „დიმოქრასი ქოალიშნ“ (აშშ) რეგიონული დირექტორი ყოფილი საბჭოთა კავშირის სახელმწიფოებში;
2003-2004 − ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი;
2004-2007 − საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი;
2007-2008 − საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი;
2014-დან − სამთავრობათაშორისო საქმეთა უფროსი ოფიცერი, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეისა და კონფერენციების მართვის დეპარტამენტი, ნიუ-იორკი.

ფლობს: ინგლისურ და რუსულ ენებს.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

ახელწმიფო ჯილდოები:
წმ. გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენის კავალერი.


წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები