მაგნეზიტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მაგნეზიტი

მაგნეზიტი − (საბერძნეთის ფესალიის ტერიტორია მაგნესიის სახელის მიხედვით) – თეთრი ან მოყვითალო ფერის მინერალი, მაგნიუმის კარბონატი, რომლის შედგენილობაში შედის რკინა, მანგანუმი და კალციუმი. ქიმიური ფორმულა – MgCO3, სიმკვრივე – 3000 კგ/მ3, სიმაგრე – 3,5-4,5; აქვს ყვითელი, თეთრი ან ნაცრისფერი შეფერილობა, მინისებრი ელვარება. გამოიყენება ცეცხლგამძლე და მჭიდა მასალების დასამზადებლად, ქიმიურ მრეწველობაში, ცეცხლგამძლე აგურის წარმოებაში. მაგნეზიტი არის მაგნიუმისა და მისი მარილების მისაღები მადანი. ხშირად, მაგნეზიტს უწოდებენ აგრეთვე მაგნიუმის ჟანგს (MgO) 1-10% მინარევებით.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები