მაკეტით შეთავსება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მაკეტით შეთავსება – კომბინირებული გადაღების მეთოდი (საფუძვლად უდევს პერსპექტიული შეთავსება) როდესაც ნატურალური ობიექტის ნაწილის მაგივრად იღებენ მაკეტს, რის შედეგად ეკრანზე შეიქმნება გამართული პერსპექტივით, განათებით, ფერით, ფაქტურით და კონტრასტით ერთი მთლიანი გამოსახულება. ამ მეთოდით სარგებლობენ როგორც ნატურაზე, ასევე პავილიონში, როდესაც შეუძლებელია უზარმაზარი ობიექტების აგება ანდა ეკონომიურად გაუმართლებელია. მაგალითად, მაღალი ინტერიერების, ჭერის და ჭაღების, ნაძერწი მორთულობის, არქიტექტურული ანსამბლების და სხვა ნაგებობათა შექმნა.

კადრში მაკეტის შეთავსება ნატურალურ ობიექტთან პრინციპულად ისევე ხდება როგორც მინახატის მეთოდის გამოყენებისას.

წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები