პერსპექტიული შეთავსება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პერსპექტიული შეთავსება − კომბინირებული გადაღების. მარტივი და ეფექტური ხერხი ერთ კადრში, ერთიან პერსპექტივაში სხვადასხვა ხასიათისა თუ მასშტაბის გადასაღები ობიექტების შეთავსება. პერსპექტიული შეთავსების უმარტივესი ფორმაა მოცულობითი დეკორაციისა და მსახიობების შეთავსება ნახატ ან ფოტოგრაფიულ ბრტყელ ფონებთან, რომლებიც გადასაღები სცენის მიღმა სივრცეს ქმნიან. პერსპექტიული შეთავსება შესაძლებელია დეკორაციის ან ნატურის ნაწილის შეცვლა მაკეტით ნახატით, ფოტოგრაფიით, დიაფოზიტივით, რირპროექციით.

პერსპექტიული შეთავსებით იღებენ ზღაპრულ სცენებს. გოლიათებს, ქონდრისკაცებს, ქალაქების არქიტექტურულ ანსამბლებს, რომლის აშენება პრაქტიკულად შეუძლებელია ან ძვირი ჯდება. არსებობს პერსპექტიული შეთავსება ორმაგ და მეტ ექსპოზიციებში ე წ. პერსპექტიული შეთავსება შემდგომი მოდელირებით, მინახატებით და ა.შ. ეს კომბინირებული გადაღების ცალკე და მნიშვნელოვანი განყოფილებაა.


წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები