მალბურგის სიმღერა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მალბურგის სიმღერა – მალბურგის შესახებ ფრანგული სიმღერა შეთხზული უნდა იყოს მე-17 საუკუნის ბოლოს ან მე-18 საუკუნის დასაწყისში. ლექსის მთავარი გმირი, რაინდი მალბურგი, უნდა იყოს დუკა ჯონ ჩერჩილ მარლბორი იაკობ II-ის, უილი– ამ III-ის და ანა დედოფლის დროის ინგლისელი სარდალი (1650-1707), რომელსაც იმდროინდელ ფრანგულ ხალხურ სიმღერაში „მალბრუგი“ ეწოდა. საფიქრებელია, სიმღერა თავისი მოტივით ნაპოლეონის ომების დროს რუსეთის გზით შემოვიდა საქართველოში. გმირის სახელმა სახე იცვალა – „მალბურგი“ „ყაფლანად“ გადაკეთდა (სხვათაშორის სწორედ ამ სიმღერას წამოიწყებს ერთი გმირი ლევ ტოლსტოის რომანში „ომი და მშვიდობა“).

აკაკი წერეთელი თავის ერთ შენიშვნაში („კრებული“, 1898 წ., № 9, გვ. 29) მსჯელობს საქართველოში, კერძოდ ახალქალაქის მაზრის, სოფ. ხიზაბავრაში მწყემსთა შორის გავრცელებულ სიმღერაზე „ყაფლანი მიდის ჯარშია“, სადაც აღწერილია „თუ როგორ წავიდა ჯვაროსნობის დროის რაინდი მალბურგი სარკინოზების გასაჟლეტად და რა გადახდა“ მას. აკაკის აზრით, გაკათოლიკებულ ქართველებს ეცოდინებოდათ ეს სიმღერა პატრი მისიონერებისაგან დიდი ხნის წინათ ნასწავლიო. „მალბურგის ლექსი“ მართალია ფრანგული ხალხური ლექსია, მაგრამ ჯვაროსნული ომების დროს, ე. ი. შუასაუკუნეებში, შექმნილი არ შეიძლება იყოს, თუ მთავარი გმირის მალბურგის სახით ინგლისელ სარდალს ვიგულისხმებთ.

ე. არჯევანიძე

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები