მალის რესპუბლიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა მალი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მალის რესპუბლიკის დროშა

მალი (ინგლ. Mali – მალის რესპუბლიკა)სახელმწიფო დასავლეთ აფრიკაში, ზღვაზე გასასვლელის გარეშე.

ფართობი – 1,240 ათ. კმ2.

მოსახლეობა – 13,3 მლნ. კაცი (2012).

ოფიციალური ენა – ფრანგული.

დედაქალაქი – ქ. ბამაკო.

ადმინისტრაციულად იყოფა 8 პროვინციად და დედაქალაქის რაიონად.

სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი, საკანონმდებლო ორგანოა ეროვნული კრება, აღმასრულებელი – მთავრობა.

მალი დამოუკიდებელი რესპუბლიკაა 1960 წლის 22 სექტემბრიდან. განეკუთვნება მსოფლიოს ღარიბ ქვეყნებს. აგრარული ეკონომიკის შეზღუდული შესაძლებლობების საფუძველს წარმოადგენს მეცხოველეობა.

საერთაშორისო აეროპორტი – ქ. ბამაკო.

შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 7,35 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები 7,3 ათ., სამდინარო ფლოტი 0,01 ათ., სამხედრო-საჰაერო ძალები 0,04 ათ.. დაკომპლექტება ხორციელდება გაწვევით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები