მალინოვსკი ვასილ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვასილ მალინოვსკის პორტრეტი

ვასილ მალინოვსკი – (რუს. Василий Малиновский, 1765-1814), რესი დიპლომატი, მეცნიერი და პუბლიცისტი. 1781-დან მსახურობდა საგარეო საქმეთა კოლეგიის მოსკოვის არქივში, 1789 მიავლინეს დიდ ბრიტანეთში რუსეთის დიპლომატიური მისიის თარჯიმნად. 1791 მონაწილეობდა იასის სამშვიდობო ხელშეკრულების მომზადებაში. 1800-02 იყო გენერალური კონსული იასიში. ბატონყმობის გაუქმების ერთ-ერთი პირველი პროექტის (1802) ავტორი,. 1811-დან– ცარსკოე-სელოს ლიცეუმის დირექტორი. მალინოვსკი როგორც ომების აშკარა მოწინააღმდეგე, მოითხოვდა საერთოევროპული საბჭოს შექმნას მოკავშირე ხალხების წარმომადგენლებისაგან. რომლის ამოცანა იქნებოდა საყოველთაო უშიშროების დაცვა და საერთაშორისო კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება.




წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები