მაჟორანტი და მინორანტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მაჟორანტი და მინორანტი − (ფრანგ. majorante, minorante; majorer – უფრო მეტად გამოცხადება, მჭარბობი minorer – უფრო მცირედ გამოცხადება.)

1) ორი f(x) და φ(x) ფუნქცია, რომელთაგან პირველის მნიშვნელობები არანაკლებია, ხოლო მეორესი არ აღემატება მოცემული F(x) ფუნქციის შესაბამის მნიშვნელობებს (დამოუკიდებელი ცვლადის ყველა განსახილველი მნიშვნელობისათვის), ე. ი. უფრო ზუსტად – F ფუნქცია აკმაყოფილებს უტოლობებს F(x)≤f(x) ან F(x)≥φ(x).

2) მოცემული F(x) ფუნქციისათვის, რომელიც წარმოიდგინება ხარისხოვან მწკრივად, მაჟორანტი ეწოდება ისეთი დადებით კოეფიციენტებიანი ხარისხოვანი მწკრივის ჯამს, რომლის წევრების კოეფიციენტები არ არიან მოცემული მწკრივის შესაბამისი კოეფიციენტების აბსოლუტურ მნიშვნელობებზე ნაკლები.

მაჟორანტისა და მინორანტის ცნებას იყენებენ მათემატიკური ანალიზის მრავალ საკითხში. მაჟორირებელი (მჭარბობი) ფუნქცია განსახილველად შემოიღეს კოშიმ და ვაიერშტრასმა (1842).


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები