მარში (სამხედრო)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მარში (ფრ. Marche – რიტმული სვლა)ჯარების ორგანიზებული გადაადგილება კოლონებით საბრძოლო მანქანებზე, სატრანსპორტო საშუალებებზე ან ქვეითი წესით დადგენილ დროს დანიშნულ რაიონში (მითითებულ ზღუდეზე) მისასვლელად და საბრძოლო ამოცანის შესასრულებლად.

ომიანობის დროს ჯარებს შეუძლიათ შეასრულონ მარში ფრონტისკენ, ფრონტის გაყოლებით ან ფრონტიდან ზურგში; მოწინააღმდეგესთან ბრძოლაში ჩაბმის მოლოდინში ან მაშინ, როდესაც არ არსებობს შეტაკების საფრთხე; მასობრივი დაზიანების იარაღის გამოყენების პირობებში ან მაშინ, როდესაც არსებობს მისი გამოყენების საფრთხე. მარში სრულდება მალულად, როგორც წესი, ღამით, ხოლო საბრძოლო მოქმედების დროს და თავისი ჯარების ღრმა ზურგში – დღისითაც.

მარშის ძირითადი მაჩვენებლებია:

  • სიღრმე (მარშრუტის სიგრძე კმ-ში) საწყისი ზღუდიდან (პუნქტიდან) დანიშნულ ზღუდემდე (თავმოყრის რაიონის შორეულ პუნქტამდე), ხანგრძლივობა (საათებში ან დღეებში – საწყისი ზღუდის, ან პუნქტის გავლის დროიდან გათვალისწინებულ რაიონში სრულ თავმოყრამდე);
  • გამოყოფილი მარშრუტების რაოდენობა ან მოძრაობის ზოლის სიგანე;
  • სადღეღამისო გადასვლების რაოდენობა – მანძილი, რომელსაც ჯარები გადალახავენ დღე-ღამეში მის შესრულებისას;
  • სადღეღამისო გადასვლის მანძილი (კმ-ში);
  • კოლონების მოძრაობის საშუალო სიჩქარე (მ-ის სიჩქარე) დღე-ღამის (საათის) განმავლობაში უშუალო მოძრაობის დრო.

მარში დიდ მანძილზე არის გადაადგილება ერთზე მეტი დღის სავალზე. ტანკები და თვითმავალი არტილერია, სხვა მუხლუხა ტექნიკა და სვლის მცირემარაგიანი ტექნიკა შეიძლება გადაზიდულ იქნეს ავტომატარებლებით (ტრაილერებით). ყოველი სადღეღამისო გადასვლის ბოლოს ინიშნება დღის (ღამის) დასვენების რაიონები, ხოლო 3–5 გადასვლის შემდეგ – სადღეღამისო დასვენება.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები