მარწყვიო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Marwyvio.PNG

მარწყვიო (ლათ. Amanita rubescens (Fr.) S.F. Gray. რუს. Мухомор-серо-розовый)

ქუდი ·– 3-15 სმ-მდე დიამეტრისაა, ჯერ ამობურცული, შემდეგ კი ნახევრად გაშლილი, ზედაპირზე საერთო საბურველის ნარჩენები თეთრი, მოყვითალო ან მონაცრისფრო მეჭეჭების სახითაა შერჩენილი, ქუდის კიდეები ჯერ სადაა, შემდეგ კი – წვრილზოლიანი, ჭუჭყისფერ-მოვარდისფრო.

რბილობი თეთრია, ჰაერზე წითლდება.

ფეხი – 5-15 სმ სიგრძისაა და 1-4 სმ სისქისა, ძირში ბოლქვისებურადაა გამსხვილებული, ზედაპირი წვრილქერცლოვანია, თეთრი, შემდეგ კი – მოწითალო. ფეხზე ახასიათებს ფირფიტოვანი საყელო, რომელიც კიდეებისკენ ფიფქოვან-ზოლიანია, ჯერ თეთრია, შემდეგ კი წითლდება. ფირფიტები თეთრია, ახასიათებს ვოლვა, რომელიც სოკოს მომწიფებისას ზოგჯერ ქრება. ფეხი მომწიფებისას ბოლქვიდან ბოლომდე მურა წითელი ხდება.

სპორები – ელიფსისებრია, უფერული, 8-12X5-8 მკმ.

იზრდება ნიადაგზე, ფოთლოვან და წიწვიან ტყეში, ზაფხულ-შემოდგომით. იხმარება საჭმელად ახალი, წინასწარ უნდა გაითუთქოს 10-15 წთ.

მსგავსება — ჰგავს მისივე გვარის შხამიან სოკოებს, განსაკუთრებით – თავჭედილას (Amanita pantherina), რომლის ფირფიტები და რბილობი, მარწყვიოსაგან განსხვავებით, გადანატეხზე არასოდეს წითლდება; აგრეთვე, საყელოზე ზოლები არ გააჩნია.


წყარო

საქართველოს სოკოები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები