მარჯნის ზღვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მარჯნის ზღვა

მარჯნის ზღვა (Coral sea) ნახევრად დახშული ზღვა წყნარ ოკეანეში, ავსტრალიის ჩრდილო-აღმოსავლეთით. II მსოფლიო ომის დროს, 1942 წლის 4-8 მაისს, აქ გაიმართა საზღვაო ბრძოლა იაპონიისა და აშშ-ის ძალებს შორის, რომელიც იაპონელთა დამარცხებით დამთავრდა. ეს იყო მათი პირველი სერიოზული დამარცხება ფერლ-ჰარბორზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ 1941 წლის დეკემბერში.

მარჯნის ზღვაში დაპირისპირებულ მხარეთა ხომალდები უშუალო კონტაქტში არ შესულან. საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა ძირითადად ავიამზიდებზე განლაგებული თვითმფრინავების ძალებით. ეს ბრძოლა შემდგომ წყნარ ოკეანეში მომხდარი სხვა ბრძოლების მოდელი გახდა.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები