მასალათა გამძლეობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მასალათა გამძლეობამექანიკის დარგი, რომელიც შეისწავლის გარე ძალების მოქმედებით სხეულში წარმოშობილ შიგა ძალებს დეფორმაციებს.

მასალათა გამძლეობის თეორიაში ერთ-ერთი პირველი ნაშრომია გალილეის ტრაქტატი – „საუბრები და მათემატიკური დამტკიცება, რომელიც ეხება მეცნიერების ორ ახალ დარგს“ (1638). ერთ-ერთი ამ ახალი დარგებიდან იყო მასალათა გამძლეობის თეორია. აქ მან პირველმა დააყენა საკითხი გარე ძალების მოქმედებისას ღეროს წინააღმდეგობის შესაფასებლად ანალიზური გამოთვლების ჩატარების აუცილებლობაზე. იგი იხილავს ღეროს გაჭიმვისა და ძელის გრეხის ამოცანებს, აკეთებს გარკვეულ თეორიულ დასკვნებს, რომელთაგან ზოგიერთი მცდარი იყო, რადგანაც არ ითვალისწინებდა დრეკადობის მოვლენას.

დრეკადობის მოვლენა ექსპერიმენტულად აღმოაჩინა რ. ჰუკმა (1678) და მანვე ჩამოაყალიბა დრეკადობის ძირითადი კანონი - დრეკადი სხეულის დეფორმაცია პირდაპირპროპორციულია მასზე მოდებული დატვირთვისა.

XVIII ს-ში ინტენსიურად იწყება ძელების გაჭიმვის, ღუნვის და გრეხის ამოცანების ამოხსნა, სადაც უკვე ითვალისწინებენ მასალათა დრეკად თვისებებს. მასალათა გამძლეობის ამოცანების კვლევის ანალიზური მეთოდების განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს ძმებმა იაკობ და იოჰან ბერნულებმა, დანიელ ბერნულმა, ეილერმა, ლაგრანჟმა, პარანმა, კულონმა და სხვა.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები