მგალობლიშვილი გეგა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მგალობლიშვილი გეგა

მგალობლიშვილი გეგა – (Mgaloblishvili Gega), ქართველი დიპლომატი, 2004-2008 წლები საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში – აკრედიტებული ალბანეთსა და ბოსნია და ჰერცეგოვინაში, 2009-2013 წლები საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნატოში, საქართველოს მისიის ხელმძღვანელი.

დაიბადა 7 ოქტომბერი, 1973 წელი, ქ. თბილისი, საქართველო.

განათლება:
1990-1995 – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი;
1992-1993 – სტამბოლის უნივერსიტეტის უცხო ენათა ფაკულტეტი, ქ. სტამბოლი, თურქეთის რესპუბლიკა;
1998-2010 – გავლილი აქვს სხვადასხვა სასწავლო კურსები, კერძოდ ნატოს თავდაცვის კოლეჯში და ჰარვარდის უნივერსიტეტის კენედის სახელმწიფო მართვის სკოლაში;
2002-2003 – ოქსფორდის უნივერსიტეტის დიპლომატიურ სწავლებათა ფაკულტეტი, ქ. ოქსფორდი, გაერთიანებული სამეფო, ჩივნინგის სტიპენდიანტი;
2013-2014 – ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტი, ქ. ვაშინგტონი, ამერიკის შეერთებული შტატები. მიიღო მაგისტრის აკადემიური ხარისხი სტრატეგიული უსაფრთხოების საკითხებში.

სამუშაო გამოცდილება:
2014-2015 – ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტი, მოწვეული პროფესორი, ქ. ვაშინგტონი, ამერიკის შეერთებული შტატები;
2008-2009 – საქართველოს პრემიერ-მინისტრი;
2004 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი, ქ. თბილისი, საქართველო;
2003-2004 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აშშ, კანადისა და ლათინური ამერიკის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ქ. თბილისი, საქართველო;
1998-2002 – თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი და მრჩეველი, ქ. ანკარა, თურქეთის რესპუბლიკა;
1996-1998 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დასავლეთ ევროპის სამმართველოს ატაშე, მეორე მდივანი, პირველი მდივანი. ქ. თბილისი, საქართველო;
2015-დან ეროვნული თავდაცვის კოლეჯის პროფესორი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები, აბუ დაბი.

ფლობს: ინგლისურ, თურქულ, რუსულ და ფრანგულ ენებს.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. (2006).


წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები