მეითარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მეითარი - (სპარს. mehtar - სარიქიფოს, მეფის გარდერობის მოხელე) მეფის პირადი მსახური.

ასრულებდა დასავლეთ ევროპული მეფის კამერდინერის მსგავს ფუნქციას. „მეითარი ბატონს თავს დაადგებოდეს, ხელსახოცს მიართმევდეს, მერიქიფეს ამსახურებდეს, [ბატონის] ტანისამოსი მის ხელთ არის. დუშალიკის ნახევარი მეითარისა არის, შიგნით და გარეთ ბატონთან გაუყრელობა და შინაყმობა დიდი აქუს“.

მეითარი მეფესთან დაახლოებული პირი იყო და მისი დიდი ნდობით სარგებლობდა. ამდენად, მეითარობა საპატიო თანამდებობად ითვლებოდა. მეითარი, როგორც მეფის პირადი მსახური, ფორმალურად სახლთუხუცესს უნდა დაქვემდებარებოდა, მაგრამ რამდენადაც უშუალოდ იყო დაკავშირებული მეფესთან, მისი დაქვემდებარება ფორმალურ ხასიათს ატარებდა.

მეითრები. XVII-XVIII სს.

  • მანუჩარ - რექაბხანის მეითარი 1628-1665 წწ., ქალაქის მოურავი 1634-1679 წწ. მერიქიფეთუხუცესი 1638-1658 წწ.
  • ფარსადან ჩოლაყაშვილი - მეითარი და მურდარი 1689-1700 წწ.
  • პაატა ციციშვილი - მეითარი და მერიქიფეთუხუცესი 1690-99 წწ. 1693 წ.
  • ქაიხოსრო [ციციშვილი] - მეითარი 1727-1740 წწ.


წყაროები და ლიტერატურა

  • დასტურლამალი 1970: 662;
  • სურგულაძე 1952: 203-204.

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები