მეკობრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მეკობრე – ყაჩაღი , თავდამსხმელი, მტაცებელი, პირატი. ხშირად იჩენს თავს მწყემსთა სიტყვიეოებაში. მეკობრეობა ძველთაგანვე ყოფილა გავრცელებული, მის აღსაკვეთად სპეციალური კანონი მიუღიათ („ძეგლის დადება გიორგი ბრწყინვალის მიერ“, შედგენილი 1325-1338 წლებში).

მეკობრობით ყველაზე მეტად მწყემსები ზარალდებოდნენ, არაიშვიათად კიდეც იღუპებოდნენ თავდამსხმელებთან შეტაკებაში. მეკობრობა ზოგჯერ რელიგიის დროშითაც წარმოებდა. მეკობარე შელოცვებშიც იხსენიება:

მეკობრესა ხელსა, მკლავსა,
მხეც-ნადირისა კბილსა
შევკრავ, შევბეჭდავ,
ჩავაგდებ ზღვასა,
არ ამოვუშვებ!

ნ. შამანაძე


ლიტერატურა

  • ივ. ჯავახიშვილი, ქართული სამართლის ისტორია, წიგნი, I, 1928, გვ. 93;
  • ნ. შამანაძე, მეკობრობის ასახვა მწყემსთა პოეზიაში, ბათუმის ინსტიტუტის შრომები, ტ. III, 1964, გვ. 103.
  • ქართული ხალხური სიტყვიერების ქრესტომათია, I, ქ. სიხარულიძის რედ., 1956, გვ. 89.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები