მელამი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მელამი(შუმ.) შემზარავი და მომაკვდინებელი შუქი (ნათება), რომლითაც შემოსილი არიან ღმერთები, ღვთაებრივი საგნები და მოვლენები, ღმერთებთან წილნაყარი ადამიანები (კერძოდ, გაღმერთებული მეფეები).

მელამი თავის გარშემო ქმნის გადაულახავ ზღვარს ღვთიურ და ადამიანურ სფეროებს შორის, რომლის დაძლევა ადამიანებს მხოლოდ ღმერთების დახმარებით ძალუძთ. მელამის გამოხატულება უნდა იყოს რქიანი ტიარა, რომელსაც ატარებენ შუამდინარულ ბარელიეფებზე გამოსახული ღმერთები (ეს არის ე. წ. „მეუფების მელამი“); მასშია დაუნჯებული მთელი მათი ძალა. მელამის წართმევით ღვთაება კარგავს ღვთიურობას, რადგან მელამია ის ძალა, რაც ღმერთს ღმერთად აქცევს (მაგ., აბზუს დამარცხების შემდეგ ენქიმ მას „გვირგვინი მოჰხადა, წაართვა მელამი და თავად დაიხურა...“). მელამი გაუქრობელია; შუამდინარული რელიგიური თვალსაზრისით, ყველა და ყველაფერი გაქრობადია, ღვთაებაც შეიძლება მოკვდეს, მაგრამ არ ისპობა მისი მელამი, იგი გადაეცემა სხვა არსებას ან ბუნების მოვლენაში დაიბუდებს (მაგ., ხუმბაბას შვიდი მელამი მისი სიკვდილის შემდეგ შვიდ არსებას გაუნაწილდა).


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები