მერკურიუსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა მერკური-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მერკურიუსი
ჯამბოლონის სკულპტურა. ბრინჯაო (1564 წ.), ბოლონია, ქალაქის მუზეუმი.

მერკურიუსი – (რომ.) ვაჭრობის, მოგებისა და გამდიდრების რომაული ღვთაება. მისი კულტი ადრევე შეერთო ბერძენთა ღმერთის, ჰერმესის, კულტს და ამიტომაც ითვლებოდა მაიას ძედ.


რომში მაისის იდებში (შუა რიცხვებში) მაიასა და მერკურიუსს მსხვერპლს სწირავდნენ. მერკურიუსი, ჰერმესის მსგავსად, ითვლებოდა მოგზაურთა, ხელოსანთა და ხელოვანთა მფარველად, გარდაცვლილთა სულების გამცილებლად, ღმერთების შიკრიკად, ასტროლოგიისა და მაგიის საიდუმლოებათა მცოდნედ.

მერკურიუსს, ჩვეულებრივ, გამოსახავდნენ ქისით ან კერიკეონით ხელში და ხშირად აიგივებდნენ ფორტუნასთან. მისი ეპითეტი იყო „ბედნიერი“.






წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები