მერქნის როკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მუქი ჯანმრთელი როკი (ფიჭვი)

მერქნის როკიმერქნის მანკი, ხის ტოტის ჩანაზარდი ტანში. არსებობს როკის სხვადასხვა სახეობა. ის შეიძლება იყოს ღია ან მუქი ფერის, მკვრივი ან ფხვიერი, შეზრდილი მერქანთან ან თავისუფალი (გამოვარდნილი), ჯანმრთელი ან დამპალი. არსებობს თამბაქოვანი როკი, რომელიც წარმოადგენს რღვევის ბოლო სტადიას და თამბაქოს ფერი აქვს.

როკი აუარესებს მერქნის გარეგნობას, არღვევს ანატომიური აგებულების ერთგვაროვნობას, იწვევს წლიური რგოლებისა და ბოჭკოების გამრუდებას, ამცირებს მერქნის სიმტკიცეს ღუნვასა და გაჭიმვაზე ბოჭკოების გასწვრივ, თუმცა ზრდის სიმტკიცეს განივი კუმშვისა და გრძივი ახლეჩის დროს. როკიანობა ამცირებს დახერხილი ხის მასალის ხარისხსა და, შესაბამისად, მის ღირებულებას. როკის უამრავი სახეა ცნობილი: ბზარებიანი, გადაზრდილი, გამჭოლი, განივი, გარე, გაფანტული, განშტოებული, გულნათელი, დაკიდებული, დამპალი, ოვალური, თათისებრი, თამბაქოსებრი, კვირტა, ლპობადი, მარტოული, მოგრძო, მრგ-ვალი, მახვილი, მუქი, ნაბზარიანი, ნემსისებრი, რქისებრი, ტორსული, ფაშარი, ფისიანი, შავი ფისიანი, შავი ფხვნადი, შეზრდილი, შესუსტებული, შეუზრდელი, შიგა, ჩაზრდილი, ცალმხრივი, ცოცხალი, წიბოვანი, წვრილი, ჯანმრთელი ღია ფერის, ჯან-მრთელი მუქი ფერის, ჯგუფური და სხვ.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები