მერქნის სიმტკიცე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მერქნის სიმტკიცემერქნის უნარი, წინააღმდეგობა გაუწიოს რღვევას მექანიკური ზემოქმედების დროს. განასხვავებენ სიმტკიცეს კუმშვასა და გაჭიმვაზე დატვირთვის მოქმედებისას ბოჭკოების გრძივად და განივად, აგრეთვე სტატიკური ღუნვის, თელვის და ახლეჩის დროს.

მერქანს საკმაოდ მაღალი სიმტკიცე ახასიათებს ძალის მოქმედებისას ბოჭკოების გასწვრივ. ამ დროს ბოჭკოების უჯრედის გარსი მუშაობს ყველაზე ხელსაყრელ პირობებში და მერქანს აქვს მაქსიმალური სიმტკიცე. მაგ., სუფთა ფიჭვის მერქნის სიმტკიცის ზღვრის საშუალო მნიშვნელობებია: გაჭიმვაზე – 100 მპა, ღუნვაზე – 75 მპა, კუმშვაზე – 40 მპა, მაგრამ რეალურ კონსტრუქციებში არ ხერხდება ასეთი მაღალი სიმტკიცის სრული გამოყენება, რადგანაც ხის კონსტრუქციების მზიდუნარიანობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს რეალური მერქნის ბუნებრივი მანკებიბზარები, როკები, ირიბბოჭკოიანობა, ორგულიანობა, აგრეთვე კონსტრუქციაზე დატვირთვების მოქმედების მიმართულება და ხანგრძლივობა. ბოჭკოების განივი მიმართულებით ძალის მოქმედების დროს უჯრედის გარსი ადვილად იჭყლიტება ან შრეებად იშლება, ამიტომ კუმშვაზე, გაჭიმვაზე, ახლეჩაზე მერქნის სიმტკიცე დაბალია და არ აღემატება 6,5 მპა-ს. გარდა აღნიშნულისა მერქნის სიმტკიცე დამოკიდებულია მის მილოვან-ბოჭკოვან, ანიზოტროპიულ და არაერთგვაროვან აღნაგობაზე, აგრეთვე ხის ჯიშზე, ნაგვიანები მერქნის პროცენტულ შემცველობაზე, ტენიანობაზე, ტემპერატურასა და სხვა ფაქტორებზე.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები