მესხური „დავითნის" ქრონიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მესხური „დავითნის“ ქრონიკა – (XVI ს.), საგვარეულო მატიანე, მოგვითხრობს სამცხის ათაბაგების ამბავს. ჩვენამდე მოაღწია ძეგლის 15 გვერდმა. აქედან პირველი ოთხი არის „დავითნის“ („ფსალმუნის“) ტექსტი. ამიტომაც უწოდა ვახუშტი ბაგრატიონმა „მესხური დავითნი“. ვახუშტის ცნობითვე, მატიანე „ხუთ წიგნად განყოფილ“ იყო. შემონახულ ხელნაწერს ამ დაყოფის კვალიც არ შემორჩენია. ამიტომაც მისი დედნად გულვება ი. ჯავახიშვილს საეჭვოდ მიაჩნდა, ვახუშტის წყაროდ უფრო სრულსა და წიგნებად დალაგებულ ხელნაწერს გულისხმობდა. ქრონიკის ავტორად იგი ყვარყვარე ათაბაგის ძეს ქაიხოსროს ვარაუდობდა, მესხური „დავითნის“ ქრონიკის ავტორი აღწერილ ამბავთა თანამედროვე და მონაწილეა. ეს გარემოება მის ნაშრომს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.


ტექსტი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები