მითრა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მითრა(ირან.) „ხელშეკრულება“, „თანხმობა“, სიმართლის, სამართლიანობისა და თანხმობის ღმერთი.

იგი დაბადა კლდემ და აღზარდეს მწყემსებმა. რომ გაიზარდა, მზეს შეებრძოლა პირველობისა და ძალაუფლებისთვის. ბრძოლა თანასწორი იყო და მშვიდობიანი შეთანხმებით დამთავრდა. მერე მითრამ დაკლა აჰურა მაზდას გაჩენილი წმიდა ხარი, რომლის სხეულისგან წარმოიშვა სასარგებლო მცენარეები, ტვინისგან – ხორბალი, სისხლისგან – ყურძენი და ა.შ. ამრიგად, მითრას მეოხებით მსხვერპლად შეწირული ხარი ქვეყნის ნაყოფიერებას დაედო საფუძვლად. მითრა სჯის უკეთურ და უსამართლო ადამიანებს, მის ათას ყურს ყველაფერი ესმის, მისი ათასი თვალი ყველაფერს ხედავს, მის ათიათას მსტოვარს არაფერი გამოეპარება. იგი გამოჩნდება მზის ამოსვლასთან ერთად, დღის განმავლობაში გადაივლის ცარგვალს ოთხ თეთრ ცხენში შებმული ეტლით, ხოლო როცა მზე აღარ ანათებს ცაზე, მისი ციმციმი ეფრქვევა დედამიწას. მითრა დევების მტერია, მაგრამ ის ემტერება უკუღმართ ადამიანებს და ხალხებს, ანადგურებს მათ. როგორც მებრძოლი ღვთაება, განსაკუთრებულ პატივში იყო ირანელ მეფეთა შორის – მითრა მათ თავიანთ პირად მფარველ ღვთაებად მიაჩნდათ, მისგან იღებდნენ ისინი სამეფო ხვარნას, მას მიმართავდნენ ლოცვა-ვედრებით ბრძოლის ველზე გასვლამდე.

მითრას, როგორც ომის ღმერთის, თაყვანისცემა გავრცელდა რომაელ ჯარისკაცთა შორისაც, რომელთაც იგი აზიაში გაიცნეს და რომში დაბრუნებისას თან ჩამოყვათ.

მითრა იკითხება საკუთარ სახელებში: მითრიდატე, მირიანი...


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები