ემალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა მინანქარი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტიხრული მინანქარი

ემალი (მინანქარი) − (ფრანგ. email < smeltan დნობა), მტკიცე მინისებრი მასა, რომელიც დაიტანება ნაკეთობის ზედაპირზე მექანიკური ან ელექტროქიმიური მეთოდით. არსებობს გამჭვირვალე და გაუმჭვირი. მექანიკური გზით მიღებულ ემალის შემადგენლობაში (ძველი რეცეპტი) შედის: ერთი წილი კვარცის ქვიშა, ერთი წილი ბორის მჟავა და ორი წილი ტყვიის სურინჯი; ხოლო თანამედროვე ემალში შედის: სილიციუმის ორჟანგი, ბორის ანჰიდრიდი, ტიტანის ჟანგი, ალუმინის ჟანგი, ტუტე და ტუტემიწა ლითონები, თუთია, ტყვია, სხვადასხვა ფთორიდი.

ემალი გამოიყენება ლითონის, კერამიკული, მინის ნაკეთობების დასაფარავად, რათა დავიცვათ ისინი კოროზიის, გახეხვის, მაღალი ტემპერატურისაგან. მშენებლობაში ზოგჯერ მიმართავენ შავი ლითონების დაფარვას ემალით კოროზიისაგან დასაცავად, რაც საშუალებას იძლევა ძვირადღირებული შენადნობები შევცვალოთ იაფი მასალით. ემალით ფარავენ აგრეთვე ინსტრუმენტებს, ჭურჭელს, საიუველირო ნაკეთობებს, ფურნიტურას, სამშენებლო კონსტრუქციების დეტალებს, ქალის სამკაულებს, მილებს, ქიმიურ რეაქტორებსა და სხვ.

საქართველოში ემალის გამოყენება დაიწყო XI საუკუნეში, ძირითადად ხატწერაში – ტიხრული მინანქრის სახით. დღემდე ამოუხსნელ საიდუმლოდ რჩება ტიხრული მინანქრის დამზადების ტექნოლოგია, რადგანაც ტიხრების, რომელსაც ოქროსაგან ამზადებდნენ, დნობის ტემპერატურა გაცილებით დაბალია, ვიდრე მინანქრისა, რომლის მისაღებად საჭიროა რამდენიმეჯერ გამოწვა 700-900°C ტემპერატურაზე. მექანიკური გზით მიღებული ძველი მინანქრის ხარისხი ბევრად აღემატება დღევანდელ ელექტროქიმიური გზით მიღებული მინანქრის ხარისხს. არსებობს სხვადასხვა სახის ემალი: ზეთოვანი, ნიტროცელულოზის, პერქლორვინილის, პოლიესტერის და სხვ.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები