მიუსო მირეი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქართველი პოლიტიკოსების შეხვედრა საფრანგეთის ელჩთან

მირეი მიუსო – (დ. 1945), საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოშის რესპუბლიკაში (1997 წლის ოქტომბრიდან).

დაამთავრა პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა უნივერსიტეტი.
1969-72 იყო ათენში საფრანგეთის საელჩოს ვიცე-კონსული და მესამე მდივანი.
1973-74 – საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური საკითხების განყოფილების თანამშრომელი;
1975-70 – ვენაში საფრანგეთის საელჩოს მეორე მდივანი და გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საფრანგეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე სამრეწველო განვითარების დარგში;
1976-82 – საფრანგეთის დელეგატი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სურსათისა და სოფლის მეურნეობის საკითხების, მსოფლიო სასურსათო პროგრამისა და სურსათის მსოფლიო საბჭოს შეკრებებზე;
1982-85 – საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის განყოფილების აღმოსავლეთ ევროპის სექტორის უფროსი;
1985-87 – ნატოში საფრანგეთის წარმომადგენლობის პოლიტიკური მრჩეველი; 1987-89 – პრემიერ-მინისტრის კაბინეტის ბირთვული უსაფრთხოების სამთავრობათაშორისო კომიტეტის გენერალური სამდივნოს მრჩეველი;
1989-93 – საგარეო საქმეთა სამინისტროს ინსპექტორი;
1993-97 წლის აგვისტომდე – საბერძნეთში საფრანგეთის საელჩოს მრჩეველი კულტურის, მეცნიერებისა და თანამშრომლობის საკითხებში, ათენის ფრანგული კულტურის ინსტიტუტის დირექტორი.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები