მიწიშვილი ნიკოლო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნიკოლოზ მიწიშვილი

მიწიშვილი ნიკოლო - (სირბილაძე ნიკოლოზ იოსების ძე), ( 8.XI.1896, სოფ. ჯვარისა - 13.VII.1937) - ქართველი პოეტი, „ცისფერყანწელთა“ წევრი.

სარჩევი

ბიოგრაფია

1903 წელს შევიდა ქუთაისის სამოქალაქო სასწავლებელში, სწავლა გააგრძელა ქუთაისის რეალურ სასწავლებელში. დაამთავრა ორწლიანი სამასწავლებლო კურსები. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ვანის რაიონში. 1912 წელს ჟურ. „თეატრსა და ცხოვრებაში“ პირველად გამოქვეყნდა მისი ლექსი „მთებში“. 1917 წელს იყო ქუთაისის მუშათა და ჯარისკაცთა გ. „გოლოს სალდატას“ რედაქტორი.

1918 წელს „ცისფერყანწელთა“ ორდენს შეუერთდა. თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებთან: „მეოცნებე ნიამორები“, „პოეზიის დღე“, „ბახტრიონი“, „ბარიკადი“, „რუბიკონი“. 1919 წელს კონსერვატორიის დარბაზში ტ. ტაბიძის პოეზიის საღამოში მონაწილეობდა. 1920 წელს „ბარრიკადში“ გამოქვეყნდა სტატია გაბრიელ სირბაილის ფსევდონიმით - „საქართველოს ძლიერება“. 1921 წელს დააარსა რუსულენოვანი გაზეთი „ფიგარო“. იმავე წელს გამოიცა კრებული „პოეტი გრუზიი“, რომლის შემდგენელი და რედაქტორი თავად იყო. სათავე დაუდო ქართულ დოკუმენტურ პროზას („თებერვალი“).

1922 წელს გამოიცა მისი პირველი წიგნი - „წმინდანიანი“. იმავე წელს საზღვარგარეთ გაემგზავრა. რამდენიმე ხანი იცხოვრა სტამბოლში, სადაც დაიბეჭდა მისი მეორე წიგნი - „შავი ვარსკვლავი“. 1922-1925 წლებში ცხოვრობდა საზღვარგარეთ, ეწეოდა ლიტერატურულ საქმიანობას. 1924 წელს პარიზში ჩამოაყალიბა „ქართველ ხელოვანთა კავშირი“. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, იყო სახელმწიფო გამომცემლობის სამხატვრო განყოფილების ხელმძღვანელი, 1926-1928 წლებში მწერალთა კავშირის ჟურ. „ქართული მწერლობის“ რედაქტორია. დააფუძნა ლიტფონდი, ხელმძღვანელობდა სახელგამს. მისი ინიციატივით შეიქმნა სახელგამთან არსებული სემინარი სტილისტების, რედაქტორების და კორექტორებისთვის, სადაც ლექციებს კითხულობდნენ არნოლდ ჩიქობავა, ვარლამ თოფურია და სხვები. დაპატიმრებამდე იყო „ზარია ვოსტოკას“ მხატვრული ლიტერატურის განყოფილების გამგე. 1937 წელს დააპატიმრეს, ბრალად წაუყენეს ჯაშუშობა, მავნებლობა და აგიტაცია-პროპაგანდა; ორგანიზებული ქმედება, მიმართული საბჭოთა ხელისუფლების დამხობისაკენ და დახვრიტეს. 1956 რეაბილიტირებულია.

გაგა ლომიძე

ლიტერატურა

  • ქსე, ტ. VII, თბ., 1984;
  • „ბოლშევიზმი და ქართული ლიტერატურა (1921-1941)“, თბ., 2016;
  • მ. ჩიტიშვილი, ნიკოლო მიწიშვილი - 110, ლიტერატურა და ხელოვნება, თბ., 2006, №7;
  • ნ. ყიფშიძე, რეპრესირებული ქართველი მწერლები,საარქივო მოამბე, თბ., 2011, №10;
  • ო. ქაზუმოვი, ფიქრები სამშობლოზე. ჟურ. „ახალი საუნჯე“,თბ., 2014 №(13);
  • გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 1919, №82.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

ნიკოლო მიწიშვილი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები