მორგვი (ხელსაწყო)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მორგვი

მორგვი - თიხის ჭურჭლის დასამზადებელი ხელსაწყო.

საქართველოში ჭურჭლის დასამზადებლად დღეისათვის ორგვარი კონსტრუქციის მორგვი გამოიყენება, პირველი, უფრო ძველი და პრიმიტიული - „ხელის მორგვი“ და მეორე, უფრო განვითარებული „ჩარხი“, ანუ „ფეხის ჩარხი“.

ხელის მორგვი შედგება მრგვალი დისკოსაგან (მორგვის თავი ანუ მორგვი), „სამფეხისა“ (მორგვის ფეხისა) და „ჭიჭლაკის“, ანუ „მორგვის ძუძუსაგან“. ჭიჭლაკზე მორგვის თავია ჩამოცმული და ხელის ან ფეხის შეხებით ორივე მიმართულებით მოძრაობს. მორგვის ძირი და თავი კოპიტის ან ნიგვზის ხისაგან მზადდება, ჭიჭლაკი კი ბზისაგან.

სამეთუნეო საქმეში მორგვის გამოყენებამ სრული გადატრიალება მოახდინა. ეს იყო ტექნიკური პროგრესი, რომლის დროსაც ხელოსანს შესაძლებლობა ეძლეოდა ორივე ხელი ჭურჭლის ამოყვანა-შენებისათვის გამოეყენებინა. მორგვის გამოყენებამ შეამსუბუქა ხელოსნის შრომა და შესაძლებლობა მისცა მას დაემზადებინა თხელკედლიანი, ერთგვაროვანი და სიმეტრიული თიხის ჭურჭელი, გაიზარდა აგრეთვე გამოშვებული პროდუქციის რაოდენობა და ხარისხი.

ცნობილი არქეოლოგის, გ. ჩაილდის შეხედულებით, მორგვის გამოყენებით მეთუნეობა კაცობრიობის ისტორიაში პირველ მექანიზებულ დარგად იქცა.

ლიტერატურა

ლ. ბოჭორიშვილი, კახური კერამიკა, 1949.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები