მორიგე ქვედანაყოფი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მორიგე ქვედანაყოფი

1. სამხედრო ნაწილის სადღეღამისო განაწესის შემადგენლობაში შემავალი ქვედანაყოფი (ოცეული, ასეული და ა.შ.). ინიშნება ნაწილის მეთაურის (ბაზის, გარნიზონის უფროსის) ბრძანებით – გუშაგების გაძლიერების, ხანძარზე, სტიქიურ უბედურებაზე სასწრაფო რეაგირების მიზნით და სხვა შემთხვევებში.

2. საბრძოლო პირობებში – ქვედანაყოფი, რომელიც ადგილზე განლაგებისას ინიშნება გადმომსხდარი საჰაერო დესანტების, დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფების გასანადგურებლად, საგუშაგო დაცვის გასაძლირებლად და სხვა.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები