მოსკოვის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მოსკოვის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი – დაარსდა 1872 წელს. ესაა დიდი სამუზეუმო გაერთიანება, რომელშიც შედის ვასილი ნეტარის ტაძარი, 1812 წლის სამამულო ომის მუზეუმი და რომანოვების პალატები.

სახელწიფო ისტორიული მუზეუმი უმდიდრესი კოლექციის ნაწილს 1883 წლიდან შეადგენს ხელნაწერ და პირველნაბეჭდ წიგნთა ფონდები, რომლებშიც თავმოყრილია წერილობით სიძველეთა 31 000 ერთეული: ჩვ. წ. I ათასწლეულის ბერძნული პაპირუსები, XI-XV სს-ის არყის ხის ქერქზე ნაწერი იშვიათი რუსული სიგელები, ბერძნული და სლავური ხელნაწერები. დიდ ყურადღებას იმსახურებს უძველესი მოხატული ხელნაწერები: IX ს-ის ხლუდოვის ფსალმუნი და XI ს-ის სტუდიელთა მონასტრის სვინაქსარია, 1073 წლის სვიატისლავის კრებული, მსტისლავის სლავური გამოკრებილი ოთხთავი და სხვ. მუზეუმში დაცულია ქართული ხელნაწერი წიგნის 2 ერთეული.


წყარო

ქართული ხელნაწერი წიგნი საზღვარგარეთ

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები