მრავალეროვნული გაერთიანებული ოპერატიულ-ტაქტიკური ძალები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მრავალეროვნული გაერთიანებული ოპერატიულ-ტაქტიკური ძალები – მრავალეროვნული სახეობათაშორისი შენაერთი, რომელიც შექმნილია განსაკუთრებულ სამხედრო-პოლიტიკურ გარემოში სამოქმედოდ. იგი მრავალეროვნული სახეობათაშორისი მართვის სისტემას და ოპერატიულ დაქვემდებარებას მოითხოვს; მისი საორგანიზაციო სტრუქტურა დასმული ამოცანის შესაბამისად განისაზღვრება.

მრავალეროვნული გაერთიანებული ოპერატიულ-ტაქტიკური ძალების კონცეფციის განხილვის საკითხი დღის წესრიგში დადგა 1994 წლის ბრიუსელის უმაღლესი დონის შეხვედრაზე. ის ითვალისწინებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დასავლეთ-ევროპული კავშირის ქვეყნების შეიარაღებული ძალების ერთობლივ გამოყენებას ფართო მასშტაბის ოპერაციების განსახორციელებლად. ამასთან დგება ამოცანა, რათა შეიქმნას განცალკევებული, მაგრამ არა ცალკეული შეიარაღებული ძალები და საშუალებები, რომელთა გამოყენება შესაძლებელი იქნება როგორც ნატოს, ასევე იმ სახელმწიფოების მიერ, რომლებიც არ შედიან ჩრდილოატლანტიკურ კავშირში.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები