მრგვალფოთოლა დროზერა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მრგალფოთოლა დროზერა - Drosera rotundifolia L.

Fam. Droseraceae – ოჯ. დროზერასებრნი
Drosera rotundifolia L.მრგვალფოთოლა დროზერა, ცვრიანა.

მრავალწლოვანი მწერიჭამია მცენარეა მოკლე ღეროთი და როზეტად შეკრებილი, თითქმის მომრგვალო ფესვთანური ფოთლებით, მათი ზედა მხარე მოფენილია წვრილი ჯირკვლოვანი ბუშტულებით, გამჭვირვალე ლორწოს წვეთების სახით, რომლებიც გარეგნულად მეტად ლამაზია, თითქოსდა დილის ცვარია შემორჩენილი მათზე. თუმცა სწორედ ეს ცვილი მეტად სახიფათოა წვრილი მწერებისათვის. მოხვდებიან თუ არა მათზე, ისინი მაშინვე ეწებებიან, ფოთოლი იკუმშება, რითიც მწერი სრულად ეკვრის მას, ხოლო ლორწო შემოეხვევა მსხვერპლს და ინელებს მას, რის შემდეგ ფოთლები კვლავ იშლებიან, ხოლო მათზე მწერის ნარჩენებიღაა შემორჩენილი. ყვავილები თეთრია, წვრილი, შეკრებილია მტევნისებრ ყვავილედებად. ცხოველებისათვის მცენარე უსაფრთხოა, თუმცა საშიში, შეიძლება გამოიწვიოს დაავადებები ხველების სახით. ყვ. V-VI; ნაყ. VIII.

უმთავრესად იზრდება ტორფიან ჭაობებში.

მწერიჭამია მცენარეებს შორის, დროზერა ყველაზე მეტად ცნობილია სამკურნალო თვისებებიდან გამომდინარე.

სამკურნალო ნედლეულს მცენარის მიწისზედა ნაწილები წარმოადგენს, რომელსაც ამზადებენ ყვავილობის პერიოდში. შეიცავს ნაფტოქინონებს, რომელთა შორის უმთავრესია პლუმბაგინი, ნახშირწყლებს, ტანინებს, სხვადასხვა მჟავებს, ფლავონოიდურ პიგმენტებს, პროტეაზის პეპსინის მსგავს ენზიმებს. ნაფტოქინონების არსებობა განსაზღვრავს მცენარის ფარმაკოლოგიურ მოქმედებას: ანტიბაქტერიალურს, ხველების საწინააღმდეგო და სპაზმოლიტურს.

ტრადიციულ მედიცინაში გამოიყენება ბალახის ნაყენი (ექსტრაქტი), რომლის საფუძველზე მზადდება პრეპარატები, გამოყენებული იმ დაავადებების სამკურნალოდ, რომელთა თანმხლებია ხველა: ბრონქიტი, ყივანახველა, ბრონქიალური ასთმა და ა.შ. ვინაიდან მცენარე ხასიათდება სპაზმოლიტური მოქმედებით, კარგად შველის ხველებას კრუნჩხვითი სპაზმებით, მათ შორის წარმოქმნილს ნერვული შეტევებისას. წარმატებით იყენებენ სისხლიანი ნახველების (ტუბერკულოზი და პნევმონია), ძლიერი ციებ-ცხელების დროს. ამის გარდა მისგან ამზადებენ კუჭ-ნაწლავის დაავადებების (დამახასიათებელი ტკივილებით, ჭვლები), საწინააღმდეგიო საშუალებას, გარეგანად მის პრეპარატებს იყენებდნენ მეჭეჭების მოსაშორებლად. მიღებულია ჰომეოპატიური მონოკომპონენტური პრეპარატი, დროზერა 3, რომელიც გამოიყენება ზემოთ მითითებულ დაავადებების სამკურნალოდ.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები