მსახიობის მზერა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მზერა – მსახიობის თვალების გამომეტყველება და მიმართულება არა მხოლოდ გამოკვეთს პერსონაჟის ხასიათს, ურთიერთობის შინაარსს, არამედ თავისებურად აწარმოებს სივრცის სტრუქტურირებასაც.

ახალი დისციპლინები – კინესიკა და პროქსემიკა მოწოდებულია შეისწავლოს სახის და სივრცის ურთიერთმიმართება. ჟ. დალკროზის აზრით, „სხეულის ფლობა უმიზნო ვირტუოზულობა იქნებოდა, თუკი მას არ დაერთვოდა მზერა. ერთი და იგივე ჟესტით შესაძლებელია გამოიხატოს ათობით სხვადასხვა გრძნობა იმის მიხედვით, თუ როგორ დაახასიათებს და შეაფარდებს მას მსახიობის მზერა“. თანამედროვე თეატრის თეორია მზერას განიხილავს როგორც გამოსახვის დამოუკიდებელ საშუალებას.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები