მუზარადა (Scutellaria altissima L.)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Scutellaria altissima L.

მუზარადა – (Scutellaria altissima L.); ოჯახი: ტუჩოსნები (Lamiaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, 120 სმ-მდე სიმაღლის, ღერო სწორად მდგომია, მარტივი ან დატოტვილი, სულ ქვედა ნაწილში ირგვლივ შებუსული, ზედა ნაწილში მხოლოდ წიბოებზეა მოკლე, ხუჭუჭა ბეწვით შებუსული; ფოთლები მეტწილად დიდი ზომისაა, კვერცხისებური. ყველა ფოთლის ზედა მხარე მუქი მწვანე ფერისაა, შიშველი, ქვედა მხარე უფრო ღია ფერის. ყვავილედი მტევნისებურია, მოგრძო, ცალმხრივი. გვირგვინი ზედა ნაწილში მოცისფრო-იისფერია, ქვედა ნაწილში – მოთეთრო. ყვ. ნაყ. V-VII. იზრდება მთის ქვედა და შუა სარტყლებში, ფოთლოვან და წიწვოვან ტყეებში, ტყის პირას, ბუჩქნარებში, ტყის ველობებზე, ხევებში, მაღალ ბალახეულობაში. კახეთში ამ მცენარის ნახვა შესაძლებელია მდინარე ალაზნის ჭალაში. გავრცელებულია მთელ საქართველოში.





წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები