მუყაო (ქაღალდი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გოფრირებული მუყაო

მუყაო – მაგარი სქელი ქაღალდი ზედაპირული სიმკვრივით (1მ2-ის მა-სა) 250 გ/მ2 და მეტი. მზადდება უხეში ბოჭკოვანი მასალისგან (მერქანი, ნახევრადცელულოზა, სულფატური ცელულოზა, მაკულატურა). დანიშნულებისა და ფიზიკურ-მექანიკური თვისებების მიხედვით მუყაო არსებობს: გოფრირებული, დაარმირებული, ელექტროსაიზოლაციო, თაბაშირიანი, პერფორირებული, პოლიგრაფიული, პრიალა, სადიზაინერო, სამშენებლო, სატარე, საფეიქრო, საფეხსაცმლე, საფილტრავი, საშენი, სახურავის, უწვადი, ჩვეულებრივი, შესაფუთი, შუასადები, წნეხილი, წყალშეუღწევი და სხვ.

სარჩევი

გოფრირებული მუყაო

მუყაოს სახეობა, რომელსაც ტალღისებრი ზედაპირი აქვს ან შედგება გოფრირებული შიგა ფენისა და გლუვი ზედაპირებისაგან. გამოიყენება სხვადასხვა მყარი პროდუქტების შესაფუთად, ყუთების დასამზადებლად და სხვ.

დაარმირებული მუყაო

მუყაოს სახეობა, რომელიც სიმტკიცის გადიდების მიზნით დაარმირებულია წვრილი მავთულით, ბაზალტის ბოჭკოებით, ძაფითა და მისთ.

სამშენებლო მუყაო

მუყაოს სახეობა, რომელიც კარგი ტექნიკური მონაცემებით ხასიათდება და გამოიყენება მშენებლობაზე შიგა კედლების, კარის, სათავსების, ტიხრებისა და მისთ. დასამზადებლად. თანამედროვე სამშენებლო ინდუსტრიაში ფაროდ გავრცელდა ფინური სამშენებლო მუყაო ეკობამბასთან კომბინაციაში – რულონური კრაფთ-ქაღალდი, რომელიც არის სამფენიანი მუყაო სიმკვრივით 180 გ/მ2 და შესანიშნავ თბოსაიზოლაციო მასალას წარმოადგენს, თუმცა მისი გამოყენება შეზღუდულია მაღალი ტენიანობის მქონე სათავსებში (საშხაპე, საუნა, საცურაო აუზი და მისთ.), აგრეთვე შენობის გარე შემომზღუდავ კონსტრუქციებში.

სახურავის მუყაო

მუყაოს სახეობა, რომელიც ტენ- და წყალმედეგობით ხასიათდება და ზედაპირი ჰიდროფობული ნივთიერებებით აქვს დაფარული. გამოიყენება მსუბუქი შენობების სახურავებად და შეკიდებული ჭერების მოსაწყობად.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები