მყოფადის კავშირებითი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მყოფადის კავშირებითი – საუღლებელი ერთეული (ა. შანიძე), იგივე კავშირებითი I, პირობით-კავშირებითი.

მყოფადის კავშირებითი ფორმობრივი თვალსაზრისით იდენტურია აწმყოს კავშირებითისა. ზმნათა ერთი ნაწილი უწყვეტლისაგან მხოლოდ ზმნისწინით განსხვავდება, თუმცა ამას სისტემური ხასიათი არა აქვს. ზმნათა მეორე ნაწილში ხდება ფორმათა შენაცვლება (სესხება): მეფობის – ი-მეფ-ებ-ს. ეს არის ძირითადი საფუძველი იმისა, რომ მყოფადის კავშირებითი, ისევე როგორც ე. წ. მყოფადის წრის მწკრივები, დამოუკიდებელ საუღლებელ ერთეულად არ გაიაზრება მკვლევართა ერთი ჯგუფის მიერ (გ. გოგოლაშგილი, ა. ონიანი…).

გ. გოგოლაშვილი


ლიტერატურა

  • შანიძე ა. ქართული გრამატიკის საფუძვლები, I. თბ., 1953;
  • ჭუმბურიძე ზ. მყოფადი ქართველურ ენებში, თბ., 1986;
  • გოგოლაშვილი გ. ქართული ზმნის უღვლილების სისტემა, თბ., 1988;
  • ონიანი ა. თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენა, თბ., 2003.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები