მშვიდობაძე თენგიზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თენგიზ მშვიდობაძე – ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1989), პროფესორი (1991), დაიბადა თბილისში, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი, მუშაობდა დიალექტიკის, ეთიკისა და ესთეტიკის პრობლემებზე.

თავის ნაშრომებში თ. მშვიდობაძე ამტკიცებს დიალექტიკური მატერიალიზმის პრინციპების ერთიანობას, რომელიც ფილოსოფიური ცოდნის სისტემას ქმნის და ფილოსოფიური სისტემის სახით წარმოსდგება. ამ პრინციპების ერთიანობას კი ის გარემოება განაპირობებს, რომ თითოეული მათგანი ეთანხმება და მოითხოეს მეორეს. სხვაგვარად მეცნიერული სისტემის აგება შეუძლებელია. იგი იკვლევს დიალექტიკური მთელის ბუნებას და მის დამოკიდებულებას დიალექტიკურ მომენტთან, აჩვენებს თითოეული მათგანის სპეციფიკას. დიალექტიკური მატერიალიზმის პოზიციებიდან გამოკვლეულია ლოგიკურის ბუნება. ლოგიკური, თ. მშვიდობაძის აზრით, საზოგადოებრივი პრაქტიკით განსაზღვრული ასახვის საბოლოო შედეგია. მაგრამ ლოგიკურს უკუქმედების ფუნქცია გააჩნია, სახელდობრ, იგი გარკვეულწილად განსაზღვრავს საზოგადოებრივი განვითარების პროცესს. ამასთან დაკავშირებით განხილულია ლოგიკურისა და დიალექტიკურის ურთიერთობა, კრიტიკულად გაანალიზებულია არისტოტელეს, კანტის, ფიხტესა და ჰეგელის თვალსახრისები. ნაჩვენებია ცნობიერების დიალექტიკური ბუნება, როგორც ობიექტური სინამდვილის იდეალური ასახვის ფორმა. ეთიკურისა და ესთეტიკურის ბუნებაც გაანალიზებულია დიალექტიკური მატერიალიზმის პოზიციებიდან, გარჩეულია ამ ფილოსოფიური დისციპლინების კატეგორიები.

თ. მშვიდობაძე ავტორია მრავალი მეცნიერული სტატიისა ფილოსოფიური პრობლემების შესახებ.


თხზულებაბი

წყარო

ქართველი ფილოსოფოსები: (IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები