მშვიდობიანი თანაარსებობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მშვიდობიანი თანაარსებობა – მსოფლიო გაერთიანების ქვეყნებსა და ხალხებს შორის ურთიერთობის პრინციპი, რომელიც გამორიცხავს სამხედრო ძალადობის გამოყენებას.

მშვიდობიანი თანაარსებობა გულისხმობს:

  • უარის თქმას ომზე, როგორც სადავო საკითხების გადაწყვეტის საშუალებაზე და მათ გადაწყვეტას მოლაპარაკების გზით;
  • სახელმწიფოთა თანასწორუფლებიანობას, ურთიერთგაგებას და ნდობას, ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებას;
  • ყველა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განუხრელ დაცვას;
  • სახელმწიფოების მიერ საერთაშორისო ვალდებულებების კეთილსინდისიერ შესრულებას და სხვა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ საერთაშორისო-სამართლებრივი ხასიათი მიანიჭა მშვიდობიანი თანაარსებობის ძირითად პრინციპებს. „ცივი ომის“ პერიოდში, 1970-იან წლებში, მშვიდობიანი თანაარსებობის პრინციპი საფუძვლად დაედო ე.წ. განმუხტვის პოლიტიკას საბჭოთა ბლოკის ქვეყნებსა და დასავლეთს შორის.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები