მცირე პრივატიზაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მცირე პრივატიზაცია - (small privatisation), სახელმწიფო საკუთრების კერძო საკუთრებად გარდაქმნა ვაჭრობის, საზოგადოებრივი კვებისა და საყოფაცხოვრებო მომსახურების სფეროში, აგრეთვე მრეწველობისა და სხვა დარგების მცირე საწარმოებში. მცირე პრივატიზაცია, როგორც წესი, მოკლე დროში ხორციელდება, რასაც უზრუნველყოფს ღონისძიებათა კომპლექსის გამოყენება საბოლოო შედეგებით პრივატიზაციის მონაწილეთა მატერიალური დაინტერესებისათვის. შრომით კოლექტივებს ეძლევათ ფინანსური შეღავათები საწარმოთა შესაძენად. მცირე პრივატიზაციის პრინციპები ითვალისწინებს დიფერენცირებულ მიდგომას საპრივატიზაციო საწარმოებისადმი ისეთი მონაცემების მიხედვით, როგორიცაა ფართობი, ძირითადი კაპიტალის თავდაპირველი ღირებულება, დასაჯდომი ადგილების რაოდერაოდენობა და სხვ. მცირე პრივატიზაციის ობიექტებს მიეკუთვნება: 150 კვ. მ-ზე ნაკლები ფართობის მქონე მაღაზიები, საზოგადოებრივი კვების საწარმოები, სადაც 50-ზე ნაკლები დასაჯდომი ადგილია, პავილიონები, ფარდულები, კიოსკები, სავაჭრო ავტომატები და სხვა წვრილი ობიექტები. მცირე პრივატიზაცია ფორმდება მყიდველებსა და გამყიდველებს შორის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების დადებით.



წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები