მცხეთის მუნიციპალიტეტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მცხეთის მუნიციპალიტეტი - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში.

1917 წლამდე მცხეთის რაიონის ტერიტორია შედიოდა ტფილისის გუბერნიის დუშეთის მაზრაში, 1917 წლიდან 1929 წლამდე – ტფილისის მაზრაში, 1929 წლიდან 1930 წლის 1 ოქტომბრამდე ტფილისის ოლქში, ხოლო 1930 წლიდან 1934 წლამდე ცალკე ადმინისტრაციულ–ტერიტორიული ერთეული იყო. 1934-1938 წლებში დაექვემდებარა თბილისის გარეუბნის რაიონს. 1938 წლიდან კვლავ ცალკე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულია. ამჟამად მუნიციპალიტეტი.

სარჩევი

გეოგრაფიული მდებარეობა

მცხეთის მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთით ესაზღვრება დუშეთის და თიანეთის, სამხრეთით – თეთრიწყაროს, გარდაბნის რაიონები და ქალაქი თბილისი, აღმოსავლეთით – საგარეჯოს, დასავლეთით – კასპის რაიონები ფართობი 8.12,5 კვ. კმ. მუნიციპალიტეტის ცენტრია ქალაქი მცხეთა.

მუნიციპალლიტეტის ტერიტორიის დიდი ნაწილი უკავია მუხრან-საგურამოს ვაკეს (ზ. დ. 500-650 მ). სამხრეთ ნაწილში წლევა-თხოთისა და სხალტბის ქედებია, აღმოსავლეთით ქართლისა და საგურამოს ქედების კალთები ეშვება. რელიეფი დაბალმთიანია. ცალკეული მწვერვალების სიმაღლე 1600 მ-ს არ აღემატება. მთავარი მდინარეებია: მტკვარი, არაგვი, ქსანი, ნარეკვავი, თეზამი.

ჰავა

მცხეთის რაიონი ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავის ოლქშია მოქცეული. ზამთარი ზომიერად ცივია, ზაფხული – ცხელი. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 10,8-12 C-მდეა, იანვრისა – 1,1-0,3-მდე, ივლისის 22-23,6 C. ნალექების წლიური რაოდენობა 575 მმ-დან 635 მმ-მდე აღწევს.

ნიადაგი

გავრცელებულია მდელოს ალუვიური კარბონატული, მდელოს ყავისფერი და ტყის ყავისფერი ნიადაგები. წიაღისეული სიმდიდრეებიდან აღსანიშნავია ქსნისა და მცხეთის აგურ-კრამიტის თიხები, ძეგვის მერგელები და კირქვები. ტყეს უჭირავს 4036 ჰა. განსაკუთრებით ხშირი ტყეებია რაიონის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე მთების კალთებზე, აქვეა საგურამოს სახელმწიფო ნაკრძალი.

ეკონომიკა

რაიონის ტერიტორიაზე გადის ამიერკავკასიის რკინიგზის ხაზი, საქართველოს სამხედრო გზა და ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზები. აქ მდებარეობს ამიერკავკასიაში პირველი ჰიდროელექტროსადგური — ზაჰესი, მოქმედებდა მრავალი სხვადასხვა პროფილის კვების მრეწველობის (უალკოჰოლო წვენების, რძის, საკონსერვო ქარხნები) საწარმოები.

სოფლის მეურნეობა

სოფლის მეურნეობის წამყვანი დარგებია: მებოსტნეობა-მებაღეობა, მევენახეობა, მეხილეობა, მოჰყავთ მარცვლეული. განვითარებულია მეცხოველეობა, მისდევენ მეაბრეშუმეობას. ა

კულტურა

მცხეთაში არის ხალხო თეატრი, ხელოვნებისა და ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი, საგურამოში – ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი.

არქეოლოგიური მასალა და მატერიალური კულტურის ძეგლები მოწმობენ, რომ რაიონის ტერიტორიაზე ადამიანი უწყვეტად ცხოვრობს ადრინდელი ბრინჯაოს ხანიდან დღემდე.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები