ნაბუზარდანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნაბუზარდანი - (დაახლ. ძვ.წ. VII-VI სს.) – ბაბილონის მეფის, ნაბუქოდონოსორის მცველთა რაზმის მეთაური, რომელმაც გადაწვა იერუსალიმის ტაძარი, მეფის სასახლე და იერუსალიმის მაცხოვრებლები ტყვედ წაიყვანა ბაბილონში.

ნაბუქოდონოსორის ბრძანებით ნაბუზარდანი მეთვალყურეობდა წინასწარმეტყველ იერემიას დაცვას, რომელსაც საფრთხე ემუქრებოდა ქალაქის აღების დროს. ნაბუზარდანს დაევალა იუდეის მეფე სედეკიას იმ მრჩევლების პოვნა, რომელთაც მეფეს ბაბილონის წინააღმდეგ აჯანყება ურჩიეს. ნაბუზარდანმა წარმატებით შეასრულა დავალება და დამნაშავეები მეფეს მიუყვანა რიბლაში. ნაბუქოდონოსორმა ისინი სედეკიას ვაჟებთან ერთად სიკვდილით დასაჯა.


წყარო

ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები