რაზმი (სამხედრო)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რაზმი (სამხედრო)

საშტატო ან არასაშტატო (დროებითი) სამხედრო ფორმირება, რომელიც იქმნება საბრძოლო ან სპეციალური ამოცანის შესასრულებლად. შეიარაღებულ ძალებში საბრძოლო ვითარების დროს შეიძლება შეიქმნას სადაზვერვო, შემომვლელი, მეწინავე, ნაკრები, საგუშაგო, მოიერიშე რაზმები, აგრეთვე გადამღობი, განღობვის, მოძრაობის უზრუნველყოფის და სხვა რაზმები. სამხედრო-საზღვაო ძალებში იქმნება სხვადასხვა შემადგენლობისა და დანიშნულების ხომალდების რაზმები: სადესანტო დაფარვის, საცეცხლე მხარდაჭერისა და სხვა.

არსებობს ცალკეული სამხედრო ნაწილების ან მათი სტრუქტურული ქვედანაყოფების სახით:

  • საავიაციო, სავერტმფრენო, სამხედრო-სამშენებლო, სასწავლო-სამედიცინო რაზმები;
  • სასაზღვრო ჯარებშისასაზღვრო რაზმი
  • შინაგან საქმეთა სამინისტროებში – განსაკუთრებული დანიშნულების პოლიციის რაზმი


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები