ნავსაწინააღმდეგო ზღუდე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნავსაწინააღმდეგო ზღუდე

1. ეშელონირებული ნავსაწინააღმდეგო პოზიციების სისტემა. აღჭურვილია სტაციონარული ჰიდროაკუსტიკური კომპლექსებით, ნაღმური და ბადეების ღობურებით;

2. ნავსაწინააღმდეგო ძალების მოქმედებების ზოლები (რაიონები). შეიძლება იყოს ფარდა წყალქვეშა ნავისათვის, რომლის წინ და უკან მოქმედებენ სახომალდო, საავიაციო ნავსაწინააღმდეგო ჯგუფები; იქმნება ოკეანის (ზღვის) ღია რაიონებში და არის მოძრავი (გადაადგილდება საჭიროებისას სათანადო მიმართულებით).

ნავსაწინააღმდეგო ზღუდის მიზანია, არ დაუშვას მოწინააღმდეგის წყალქვეშა ნავი დასაცავ რაიონებში (საბრძოლო მოქმედებების რაიონებში).



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები