ნათაძე ლევან (ბიოლოგი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლევან ნათაძე

ნათაძე ლევან — (დ. 1922 წლის 20 იანვარი ქ. თბილისი – გ. 1982 წლის 19 თებერვალი, თბილისი), ქართველი ბიოლოგი.

ბიოგრაფია

ლევან ნათაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი 1944 წელს. უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე ლ. ნათაძე ამავე ფაკულტეტზე ჩაირიცხა ასპირანტურაში და 1946 წელს მიავლინეს მოსკოვის ა.ნ. სევერცოვის სახელობის ცხოველთა მორფოლოგიის ინსტიტუტში. დაბრუნების შემდეგ, 1948 წელს, მიიღეს თბილისის უნივერსიტეტის ხერხემლიანთა ზოოლოგიის კათედრაზე ასისტენტად; 1956-60 წლებში შეთავსებით მუშაობდა პალეობიოლოგიის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ თანამშრომლად და ასრულებდა სწავლული მდივნის მოვალეობას. ფასდაუდებელი იყო ლ. ნათაძის მუშაობა ქართული ენციკლოპედიის სამეცნიერო რედაქციაში უფროს რედაქტორად - 1975 წლიდან გარდაცვალებამდე. ლ. ნათაძემ მოღვაწეობის მნიშვნელოვანი ნაწილი დაუთმო პედაგოგიურ საქმიანობას - კითხულობდა ჰისტოლოგიის, ემბრიოლოგიის, შედარებითი ანატომიის და ნერვული სისტემის ანატომიის სალექციო კურსებს ბიოლოგიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტებზე. 1965-1974 წლებში იყო ბიოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, 1966 წლიდან გარდაცვალებამდე ციტოლოგიის, ჰისტოლოგიისა და ემბრიოლოგიის კათედრის გამგე. მისი მეცნიერული ინტერესები მოიცავდა მორფოლოგიურ დისციპლინებს - შედარებით ანატომიასა და ემბრიოლოგიას, ჰისტოლოგიას, ნერვული სისტემის მორფოლოგიას. ლ. ნათაძე იყო ხერხემლიან ცხოველთა შედარებითი ანატომიის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში, მას ეკუთვნის ამ პრობლემაზე პირველი საფუძვლიანი მონოგრაფია ქართულად; ავტორია 30-ზე მეტი ფუნდამენტური სამეცნიერო ნაშრომის, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ჩვენი ბიოლოგიური მეცნიერების განვითარებაში; მორფოლოგი, ემბრიოლოგი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

ბიბლიოგრაფია

  • ხერხემლიან ცხოველთა შედარებითი ანატომია, სახელმძღვ. (ავტორი). თბილისი. თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1962. - 507გვ.
  • საქართველოს ხერხემლიანი ცხოველების სარკვევი = Guide vertebral animals of Georgia = Определитель позвоночных животных Грузии: დამხმ. სახელმძღვ. (თანაავტორი). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2004. - 246გვ.


წყარო

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.286
  • რ. ჟორდანია, ლევან ნათაძე, თსუ შრომები, ქიმია-ბიოლოგიის სერია, ტ. 248, - 1984, გვ. 5-8.
  • თანამედროვე ბიოლოგიის აქტუალური საკითხები (ლ. ნათაძისადმი მიძღვნილი კრებული), თსუ, 2000, გვ. 5-11.
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები