ნანსის მირაბელი (ქლიავის ჯიში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნანსის მირაბელი

ნანსის მირაბელი - (Drap d’or). ქლიავის ეს ჯიში ცნობილი იყო საფრანგეთში XVIII საუკუნის მეორე ნახევარში. გავრცელებულია მეხილეობის ყველა ქვეყანაში. დიდი ხანია რაც შემოტანილი იყო საქართველოში. უკანასკნელ წლებში ამ ჯიშს იშვიათად შევხვდებით ჩვენში.

ხე არ იზრდება დიდი, მომრგვალო მოყვანილობის ხშირად დატოტვილი ვარჯი ახასიათებს. ფოთოლი წვრილია, ოვალური ფორმის, შებუსვილი როგორც ზედა, ისე ქვედა მხარეზე.

ნაყოფი მწიფდება აგვისტოს ბოლო რიცხვებში. ნაყოფი წვრილია (1,5X3,0 სმ.), მრგვალი ფორმის. ნაყოფის კანი მკვრივია, ყვითელი ფერის, მოწითალო წინწკლებით.

ნაყოფის ხორცი ყვითელი ფერისაა, მდნარი, ძლიერ ტკბილი. კურკა ადვილად სცილდება ნაყოფის ხორცს.

ნაყოფი უმთავრესად საკომპოტედ იხმარება.


წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები