ნაცვლიშვილი ნათია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნათია ნაცვლიშვილი

ნაცვლიშვილი ნათია – (1981), ქართველი პოეტი, მთარგმნელი. დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი. შემდეგ სწავლა განაგრძო ამავე ფაკულტეტის დოქტორანტურაში. სწავლობდა ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. აქტიურად თარგმნის თანამედროვე ფრანგულ ლიტერატურას. ლექსებსა და თარგმანებს პერიოდულად აქვეყნებს სხვადასხვა ლიტერატურულ გამოცემაში. 2002 წლიდან მუშაობს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად.


ბარკაროლა
რომ გაწვიმდება და ყველანი
ნაპირს მიაშურებენ თავიანთი ნავებით,
და შორიდან ხელს დაგვიქნევენ,
შენ ნავის გასწვრივ მიამაგრე ჩვენი ნიჩბები,
მშვიდად მიენდე ტალღების ნებას,
და მიმღერე „ბარკაროლა”,..
ჩემი ნაპირი
წვიმისა და შენი ხელისგულების ნაპირია,
საიდანაც უფრო შორს და
უფრო უცხო ჩანს
სხვების მიწები და ნაპირები.
შენ იცი, როგორ უნდა დამაბრუნო
სხვისი მიწებიდან შენთან!
რომ გაწვიმდება,
და ყველანი თავიანთ ნაპირებს მიაშურებენ,
და შორიდან ხელს დაგვიქნევენ,
შენ ნავის გასწვრივ მიამაგრე ჩვენი ნიჩბები,
მშვიდად შეაგებე
ჩემი და შენი ნაპირები წვიმას,
და მიმღერე „ბარკაროლა”...


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები