ნეაპოლის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული ქართული ხელნაწერები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნეაპოლის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული ქართული ხელნაწერებიიტალიაში ქართული ხელნაწერების არსებობის შესახებ პირველი ცნობები საზოგადოებას მიეწოდა 1896 წელს, როდესაც ავსტრიელმა მეცნიერმა ჰ. შუხართმა ქალაქ ტორე-დელ-გრეკოს კაპუცინთა ეკლესიაში მიაკვლია მისიონერ კაპუცინელ მისიონერ ბერნარდე მარია ჩოფის, იმავე ბერნარდე ნეაპოლელის მიერ საქართველოში ყოფნის დროს (1670-1680 წწ-ში) თარგმნილ, შედგენილ და გადაწერილ ქართულ ხელნაწერებს (Schuchardt 1896; შუხართი 1896: 2-3). შემდგომი ცნობა ბერნარდე ნეაპოლელის მიერ შედგენილი ქართული წიგნების შესახებ 1902 წელს ამოაქვეყნა მ. თამარაშვილმა (თამარაშვილი 1902: 682-683). 1953 წელს მ. თარხნიშვილმა იტალიაში არსებული ქართული ხელნაწერებთან დაკავშირებით გამოაქვეყნა ცნობა ნეაპოლში არსებული „ქართლის ცხოვრების“ 40-გვერდიანი ფრაგმენტის შესახებ (თარხნიშვილი 1953: 25-26). იტალიაში დაცული ქართული ხელნაწერებისადმი ქართველ მეცნიერთა ინტერესი გაძლიერდა მას შემდეგ, რაც ისტორიკოსმა ვ. სილოგავამ გამოაქვეყნა კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული XIV ს-ის ანონიმი ავტორის – „ჟამთააღმწერლის“ 2-ფურცლიანი ფრაგმენტი H-1067. ფრაგმენტზე ე. თაყაიშვილის მიერ მიწერილი შენიშვნის თანახმად, ხელნაწერი ფურცლები ბერნარდე ნეაპოლელის მიერ თარგმნილი და ტორე-დე-ლ-გრეკოს ეკლესიაში დაცული ქრონიკის ნაწილს წარმოადგენდა (სილოგავა 2009: 5-14). აღნიშნული ფრაგმენტების შემცველი 40-გვერდიანი ქრონიკისა და ტორე-დელგრეკოში დაცული ბერნარდე ნაეპოლელისეული სხვა ხელნაწერების მოძიებას, შესწავლა-კატალოგიზაციას შეუდგა იტალიაში მოღვაწე მკვლევარი გ. შურღაია. კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენრში დაცული ალ. ცაგარლის არქივისა და იტალიში ამ საკითხთან დაკავშირებული საარქივო მასალის დაწვრილებითი შესწავლის გზით მკვლევარმა დაადგინა როგორც ბერნერდე ნეაპოლელისეული ხელნაწერების დღევანდელი ადგილსამყოფელი – ნეაპოლის ეროვნული ბიბლიოთეკა, ასევე მათი რაობა და რაოდენობა (შურღაია 2016: 181-209). გაირკვა, რომ საქართველოსა და იტალიაში დაცულ საარქივო ჩანაწერებში დასახელებული „რესკანიანისა“ და „ბაამას“ ადგილსამყოფელის ზუსტი დასახელება ამჟამად შეუძლებელია (შურღაია 2019:200). მოგვაქვს ნეაპოლის ეროვნულ ბიბლიოთეკაში „XX 122“ შიფრით დაცული ქართული ხელნაწერების გ. შურღაიას მიერ გამოქვეყნებული ნუსხა.

  1. 12 ზღაპარი და პოემის ნაწყვეტი. III+83+II ფ., ჩაწერილია ბერნარდე ნეაპოლელის მიე.
  2. იტალიურ-ქართული ლექსიკონი. V+169+[4]+II ფ., შედგენილი ბერნარდე ნეაპოლელის მიერ. ლექსიკონი შესწავლილია (Орловская 1972; 1986: 94-109; 1965: 177). ლექსიკონის მიკროფირები და- ცულია საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ბიბლოთეკაში ფ. 1-1966/248,249.
  3. XVII ს-ის ისტორიულ პირთა ბარათები. 200 ფ., გადამწერი ბერბარდე ნეაპოლელი;
  4. „პავლენი“ და „სამოციქულო“; I+182+2 ფ., გადამწერი ბერნარდე ნეაპოლელი.
  5. მთავრულისა და მხედრულის კალიფრფიული ნიმუშები. 2 ფ
  6. კარდინალი ბელარმინი. „დიდი კატეხიზმო“. I+237+[2] ფ., მთარგმნელი ბერნარდე ნეაპოლელი.
  7. კატეხიზმო, ანუ „საგონებელი საქრისტიანო დღითი დღედ თუემდის“. 40 ფ. იტალიურიდან მთარგმნელი ბერნარდე ნეპოლელი.
  8. ფრანცისკ სალესელი. „ფილოტეა“ ანუ „საღვთისმოსავო ცხოვრება“. 397+[6] ფ. იტალიურიდან მთარგმნელი ბერნარდე ნეაპოლელი.
  9. ქართულ-იტალიური ლექსიკონი. (I+359+[1] ფ. შემდგენელი ბერნარდე ნეაპოლელი. ლექსიკონი შესწავლილია (Орловская 1972; 1986: 94-109; 1965: 177). ლექსიკონის მიკროფირები დაცულია საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ბიბლოთეკაში ფ. 1-1966/248,249.
  10. ოთხთავი. II+278+II ფ. გადამწერი ბერნარდე ნეაპოლელი.


წყარო

ქართული ხელნაწერი წიგნი საზღვარგარეთ

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები